სახუმარო; ერთი მხრივ კარგია, რაიონში რომ ხარ დაბადებული, მეგობრები მეტი გყავს, პოეტი ან მხატვარი თუ ხარ, მიღებასაც მოგიწყობს მშობლიური რაიონი, საღამოსაც, ყვავილებსაც დაგაყრიან და ხაჭაპურებითაც გაგიმასპინძლდებიან, ხელშიც აგიტაცებენ და ცაშიც აგაფრენენ, თუ ცოტა პატრონი გამოგიჩნდა. დავიბადე თბილისში პირველ სამშობიაროში, ვაკის რაიონში ვიყავი ჩაწერილი ანუ ვაკელი ვარ დაბადებიდან, მერე, მამას სამსახურის გამო, ფონიჭალაში გადავედით საცხოვრებლად, მტკვრის პირას ვცხოვრობდით, ბავშვობის ბედნიერი წლები სწორედ იქ გავატარე, მერე თემქაზე გადავედით, გათხოვების მერე დიდუბეში ვცხოვრობ, 37 წელია. თბილისში ისე ჩაიკარგება ადამიანი, არავის ახსოვს, თუ შენი თავი ვინმეს არ შეახსენე. ახლა ვფიქრობ, ვის ვთხოვო ჩემთვის საღამოს მოწყობა, პირველ სამშობიაროს ხომ არა?!
No comments:
Post a Comment