ჩემი პატარა მინიმით დაიწყო ყველაფერი, მოყვა გამოძახილი სხვა პოეტებისაგან, შეგვიძლია,კიდევ გავაგრძელოთ!
მინიმა
მინდოდა შენთვის ,,რაღაცა" მეთქვა
და ეს ,,რაღაცა" თვითონ არ ვიცი,
არ მათქმევინა იქნება ბედმა,
მაია დიაკონიძე
10.01.2023 წელი
————————————————
... მე, მიყვარს შენი ირიბი მზერა,
თითქოს ამ მზერით წარსულს ივიწყებ,
ულექსო ღამეს ფურცლებად დავხევ
და ასე მაინც გადაგივიწყებ !...
მაია ხოფერია
———————————————
შენს მოლანდებას ჩემს ბაღში ვიწვევ
და გწერ სტროფებად, სტრიქონ-ლექსებად,
არა მგონია, რომ დამივიწყე,
არა მგონია, ლექსი გებევრა.
მაგრამ თუ მაინც აღარა გახსოვს,
ლამაზ მუზათა დიდ ხიბლს მინებდი,
ეს ყოველივე მაშინვე ცხადყოფს,
რატომ მიმეცი წყალს დავიწყების.
მაია დიაკონიძე
11.01.2022წელი
--------------------------
ირინოლა ტყეშაველი
წლებმა წარსული ვერ დამავიწყა,
შენი მთავრდები, შენით ვიწყები,
დღესაც არ ვიცი, არც მსურს ვიცოდე,
რად შემიყვარდი თავდავიწყებით
ირინოლა.
–––––––––––––––––––––––––––
Magda Maddalen
ესეც ჩემი მინიმა
____________________
მაკმიე შენი სურნელი ტანის,
შენი თვალების მომაპყარ მზერა,
ჩვენ ავმაღლდებით ცის ლაჟვარდამდე,
ფთილათა ზღვაში ვიცურებთ მჯერა.
შენ ამხსნი ზღუდეს ქალურ სიწმინდის
კოცნით სხეულს ხომ ტაო ედება.
რა ვქნა , თუ გული დღემდე ხალისობს
ბავშვივით ანცობს და არ ბერდება.
მაგდა გოშნიაშვილი
----------------------------
SaLo SaLo
ალბათ ეს ყოფილა ბედი მაინც
გარეთ იანვარი გულს მინამავს
მხოლოდ ნისლებისფერ ცას ვხედავდი.
მეტი არაფერი დამინახავს.
ისე გამიფრინდა დრო ხელიდან
თვალი ვერ მოვწყვიტე სულის ჩეროს
ჩემი სიყვარული თუ გტკიოდა
რატომ არ ვიცოდი მაშინ ჩემო?
წლებმა მარტოობა მომისაჯა
ეს გზაც ღირსეულად გავიარე
სულ ის მეჩვენება მოდიხარ და
მე კი უსასრულოდ ვაგვიანებ.
სალო კილასონია
--------------------------
ვერიკო პარწიკანაშვილი
*******
,, ვარდის ფურცლებად იშლება ღამე,
ისე ლამაზად, როგორც წლების წინ,
თურმე, იმდენად
იყავი ,, ცოტა", რომ
მონატრებად,
არც კი მიღირდი!
მზე-დაკრულ ფიქრებს
მოვიხმობ ისევ,
ცრემლით ავავსებ
გამურულ ღამეს
და იქნებ შევძლო
მე, პატიება
თუ საიმედოს, მეტყოდი რამეს"!
ვერიკო პარწიკანაშვილი
---------------------------
Bela Chocheli
ნისლები, თავნება ნისლები,
მათ მიკედლებული მთვარე,
მვყვები ფიქრების ქარავანს,
გათეთრდა ფიქრებით ღამე,
თეთრ რაშთან უსაზღვრო თარეში,
ტკბილად მაგონებდა წარსულს ,
ჩემი ოცნებებით დაღლილი
სიზმრებში გხედავდი ნატრულს,
ღამის გასაყართან განთიადს
თბილად შეეგება დარი,
ეს ღამეც უხმოდ მიიცვალა
ცრემლმა დამინამა თვალი,
ისევ უძილო და დარდიანი
ვიყავი გრძნობებით მთვრალი.
ოდესღაც ლაღი და ამაყი,
ოდესღაც ლამაზი ქალი.
ბელა ჩო.
==================
ზაზა ფელიშვილი
***
როცა სიყვარულს
რაღაც აკლია,
შევსებას ვცდილობ
შენზე ლექსებით,
მერე შენ მჩუქნი
მას, რაც მაკლია
და წინ გვეშლება
ტრფობის ედემი...
11.01.2023 წ.
ზ.ფ. (ქიწნელი)
-------------------
თინა გელაშვილი
გარეთ წვიმს და ცა ჩამოდის ციდან,
ისევე წვიმს გრძნობის ლაბირინთში.
და მაშინაც ზუსტად ასე ცრიდა,
როცა გნახე სველი, ჭადრის ძირში.
შენმა ნახვამ დამავიწყა სხვები,
საკუთარი თავიც სადღაც დამრჩა.
ჭადრის ძირში მობუზული, სველი,
გონებაში სამუდამოდ ჩამრჩა.
თინა გელაშვილი
——————————————
Magda Maddalen
* * *
უსასრულობაში ვეშვები, როცა
შენს თვალებს ვაწყდები ,
მზერით გეხები.
როცა ვერ გხედავ თითქოსდა ჩერდება დროის სვლა,
თუმცა დროს არა ვნებდები.
გული შიგნიდან მიწივის_ ვბერდები,
შენ რომ ჯეელი მირჩები_ ვხელდები.
შენგან არწასვლის სურვილი
ყოველთვის მქონდა და თან დამაქვს,
დღეებს რომელთაც უშენოდ ვატარებ, გადამაქვს.
მაგდა გოშნიაშვილი( Magda Maddalen )
—————————
დეზი ემანულიძე
ახლა ღამეა, ღაწვს მდის ცრემლები ,
სულს მონატრება აკვნესდა ეული,
გულსა ტრფობისა შენ ხარ მალამო ,
და სიყვარულის ძალა გრძნეული .
გარეთ აშარი ქრის გიჟი ქარი
სარეცელს ვნების მწველი ალია ,
გულმა ტრფობისა დაცალა ყანწი ,
სველი ბაგე კი , მღერის არიას .
" მოდი,გეძახი ათასწლის მერე" ჯერაც ანთია გრძნობის ლამპარი ,
ჩვენი ოცნების არის მეჯლისი ,
ჩვენ ჩვენი ტრფობის მოვყვეთ ზღაპარი.
დეზი ემანულიძე
,___+---__---------_-_----–__-__
შენი თვალები მიცქერენ კრძალვით
და მეც მიყვარხარ
გრძნობამორევით,
ამაზე მეტი არც
რა გვინდოდა,
წუთისოფლისგან
არც რას მოველით...
აჰა, მოვედი...
და შენს წინ ვდგავარ,
სიყვარულით და
გაწვდილი ხელით,
სული სულს ერწყმის...
კვლავ ძველებურად,
ვიცეკვოთ ვალსი
თავდავიწყებით...
თ.ბასაძიშვილი.
26.01.2023 წ.
No comments:
Post a Comment