გამახსენდება როგორღა?!
ვზივარ ვაგონში ბოლოს წინაში
და ვიხედები ფანჯრის მინაში,
ველი გაშლილა აქ ჩემ წინაშე,
გვირილის ყვავილს ცვლის ფარსმანდუკი,
თითქოსდა ბრწყინავს ბებოს ზანდუკი,
ფიროსმანის ფერს აქ ვხედავ თუკი,
გამახსენდება როგორღა მუნკი?!
მაია დიაკონიძე
4.01.2024 წელი
No comments:
Post a Comment