Sunday, January 14, 2024

მახსოვს! (სატრფიალო)

 მახსოვს მდუმარე მე და შენ,  ეტლი...

შტრაუსის ვალსი, ფოთოლთა ცვენა,

ნუთუ, ძვირფასო,  ისევე მეტრფი

და ძველი გრძნობის ბავშვურად გჯერა.

ვალსის ჰანგებში ჩაკარგულ დღეებს 

ვიხსენებ.. ლურჯი ზღაპრების ერას,

მზისფრად მოხატულ ზეცამდე ხეებს,

ვაპარებ შენით მონუსხულ მზერას.

ტოტიდან ტოტზე ფრთოსანთა ფრენა,

ჭრაჭუნ-ჭრიჭინი ჭრიალა ბორბლის,

მოგონებებში სადღაცა კრთება...

ცად აფრენილი დიდთვალა ორბი.

მე მაინც მჯერა, შეგხვდები ოდეს,

ხელთ გეჭირება შენ ჩემი ხელი,

დაე, ხიდის ქვეშ მდინარე რბოდეს,

ჩვენ ზედ მივქროდეთ იმავე ეტლით.







.


No comments:

Post a Comment