არაყი
ეს არაყი ეშმაკმ გამოხადა პირველად. ღმერთის გამოხდილ კი არ ას. ქვაბნი ხქონ დადგმულნ გამოსახდელად და პირველად რო ჩამეედინ, ჩამოიარა ქრისტე ღმერთმა, დაუძახა ეშმაკს:
,,რას აკეთებავ?" _ ,,არაყს ვჴდიავ, ნახე, აბა, რა გავაკეთევ“. პატარა ყანწ გაუვსა და მიაწოდა და დალია ეს ღმერთმ. კაი გუნებაზე შავარდა. მეორე ყანწი და მესამეც თაოდ დაავსებივ. ღიღინის ხასიათზე დადგა და უთხრ ეშმას: ,,ვინც სამს შასომსავ, ჩემი იყვასავ. ვინც მეტსავ, _ შენივ".
მთხრ. პეტრე გოგოჭური
ჩამწ. გოდერძი არაბული, ატაბე, 1985
ზურაბ კიკნაძე, ,,ანდრეზები", გვ. 90.
No comments:
Post a Comment