რუხი ღრუბელი თეთრ ღრუბლებს ნთქავდა,
ჰორიზონტს შუქი აპობდა ელვის,
სუსხი და წვიმა მოჰქონდა ავდარს,
მოჰქუხდა ზემოთ მთებიდან თერგი.
მე კი ვიდექი ხმელს და ცას შუა,
ზეკოსმიური მიმღები ტალღის,
და არავისი ქვეყნად არ მშურდა,
მნახველს და მოწმეს ათასი რამის.
მაია დიაკონიძე
2.01. 2024 წელი
No comments:
Post a Comment