Thursday, January 11, 2024

თავს მაინც ვერ ვუშველეთ!

 ეჭვი როდი შემპარვია 

უფლის სიდიადეში,

შემოგვკრიბა მწყემსკეთილმა

ვით თევზები ბადეში,

ჩვენს ცოდვათა გამო ევნო,

ცით მიწაზე დაეშვა,

თუმც მანამდე ეს ჩვენ გვემცნო,

ვერ ვუგანეთ ნარ-ეკალს.

ჯვარზე ისე გავაკარით, 

ცრემლიც არ დაგვდენია,

და მოვუწყვეთ გეენია 

ამ სამყაროს გენიას.

ვიჩქაროდით, - უფრო მწარედ 

რომელი რას ვატკენდით,

როგორც ძერამ მიმოვფანტეთ

თეთრი მტრედის ნაკრტენი.

და მას მერე სინანულით 

თავს მაინც ვერ ვუშველეთ,

ბოროტება ისევ ზეობს, -

ლუციფერს კოშკს უშენებს.




No comments:

Post a Comment