გადაეცეს ანათემას!
კაცი კაცს სულ აღარ ინდობს,
თითქოს იყოს ქათამი,
,,ბოროტება გულს არ იდო!",
ტყუილად დარჩა ნათქვამი.
ფლიდმა სხვა ფლიდს გაუცინა,
გადაულაპარაკა,
სხვისი ჭირი აიცილა,
თხა შესწირა ზვარაკად.
ის თხა კიდევ მარჩენალი
ცხრა კაცის და ცხრა სულის,
,,სხვა არ იყო არჩევანი!"...
გვემანჭება ავსული.
ეს ზღაპარიც აქ მთავრდება,
იყოს ბოლო ნათელი,
გადაეცეს ანათემას,
ყველა ავისმზრახველი.
მაია დიაკონიძე
29.01.2024 წელი
.
-
No comments:
Post a Comment