სადაც შენა ხარ, იქ სხვა ნაკლებობს,
რა უნდა მითხრან კარგი, ანდა ვინ?!
ცათა და ქვეყნის სიტყვით ამკლებო,
უშენოდ ვიხდი ახლა პარაკლისს.
არ გამეჩხიროს ყელში ,,მიყვარხარ",
არც ის სიტყვები: ,,მაკლიხარ, მსურხარ",
უშენოდ შევსვავ შხამის ფიალას,
რომ ცხელი გული შენ მოგცე თუნდაც.
No comments:
Post a Comment