Sunday, January 14, 2024

მარტოსულებს!

 თოვლის ფიფქთა აბლაბუდებს

ისვრი, როგორც მაჩეტეს,

როცა იცი, დიდ სიყვარულს

არვინ შემოგაჩეჩებს..

როცა ყველა ახლობელმა 

ქვეყნად მარტო დაგტოვა,

დაგამსგავსა თბილი სიტყვის,

ერთი კოცნის მათხოვარს.

სევდა თუ კი მოგერია,

სიკვდილის ცდას უნდები,

გადი გარეთ, ითამაშე 

თოვლის აბლაბუდებით.


No comments:

Post a Comment