გინდოდი, მიტომ დამენახე!
გინდოდი, მიტომ დამენახე,
მოხვედი წვიმად და ღრუბლად,
შემიტკბე თაფლად და ყურძნად.
ხურჯინი ჩემს ცხენს გადავკიდე,
გიგზავნი ძღვენს ქარვა-კომშით,
ერთად ყანასაც რომ არ ვმკიდეთ,
ცხოვრება იქნება გროში!
სულში მონატრების ქარიშხალმა
გაავლო წრფე, სხივი, ხაზი,
არასდროს არავინ არ მიყვარდა,
მიყვარხარ, ეს არის ცხადი!
გინდოდი, მიტომ დამენახე,
მოხვედი წვიმად და ღრუბლად,
შენ ჩემი სულის მევენახევ,
შემიტკბე თაფლად და ყურძნად.
მაია დიაკონიძე
15.01.2024 წელი
No comments:
Post a Comment