ძალიან მიყვარს შაირ-კაფიობანი, დღეს შემოგთავაზებთ ერთ-ერთს, ავტორები: მაია დიაკონიძე, ელგუჯა ციგროშვილი
ადამს!
(იუმორესკა)
მუდამ გახსოვდეს, ვინ არის ქალი,
პირველ ქალს, იცი, ევა რომ ერქვა,
მის უნებლიედ, შეგაბა ერქვანს.
,,ნეკნი ხარ ჩემი", მამადლი მუდამ,
ევაზე მეტი კი არ გაქვს გონი,
მისგან მოწვდილი ვაშლიც შეჭამე,
არ დაგიდევდი ჭიანსაც, მგონი.
ქალს იქნებ ბევრი ეშლება რამე,
ზოგჯერ შენ, ადამს, უგონოდ გყვარობს,
ახლა შეჭამდა ევა იმ გველსაც,
ედემში ისევ რომ დარჩეთ მარტო.
მაია დიაკონიძე
16.01.2022წელი
=========-------------------------------
ა დ ა მ ი ს პასუხი ე ვ ა ს!
(იუმორესკა)
1. სამოთხის თემა სულაც არ არის
არც საშაყირო, არც საღადაო...
ჩემი ნ ე კ ნ ი ს გ ა ნ ღ მ ე რ თ მ ა რომ შეგქმნა,
არც ამაშია რამე სადაო.
2. ,,ე ვ ა ზ ე მეტი, არა გაქვს გ ო ნ ი"...
ამას ამბობ და ჩემზე იცინი?!
ნუთუ არვისგან გაქვს განაგონი,
რომ ნ ე კ ნ ს საერთოდ არა აქვს ტ ვ ი ნ ი!
3. ხ ი ლ ი ც გავსინჯე, რადგან შენ მთხოვე,
რომ შემესრულა მე შენთვის თხოვნა,
სამოთხის ბ ა ღ ი ც მიტომ დავტოვე,
ბ ა ღ ს გ ა რ ე თ შენთვის რომ მ ე პ ა ტ რ ო ნ ა.
4. ა დ ა მ ს მემდური? ვერ შეიშნოე
იქ, ს ა მ ო თ ხ ე შ ი, დედოფლის სკამი...
ის გ ვ ე ლ ი ც ალბათ მართლა შ ე ს ჭ ა მ ე,
ბევრ ქ ა ლ ს დღემდე გაქვთ ე ნ ა ზ ე შ ხ ა მ ი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 16. 01. 2022 წელი
______________________________________
პასუხად ადამს!
დიდი ხანია არ ვართ ედემში,
არც დაბრუნების არ გვაქვს იმედი,
და შემხედვარე ზოგ-ზოგ კაცების,
გზად ვდგავართ სრულად გადაჯიშების...
ამიტომ ტვინიც ვითხოვეთ თქვენგან,
ხელში გვიჭირავს ზეცის საგზური,
რაც ეს ქვეყანა თქვენს ხელში მოთქვამს,
მას დავდგომივართ ჩვენ ამბრაზურით.
მაია დიაკონიძე
17.01.2022წელი
No comments:
Post a Comment