Thursday, January 18, 2024

სიმღერა (სატრფიალო)

 სიმღერა

ქარო რატომ ეძალები,
რატომ ამტვრევ ჭადრის ტანსა,
სხვაგან სინჯე ეგ ძალები,
რად იფუჭებ ხასიათსა.
აგერ ტირიფს შემოევლე,
ანდა გაღმა ლამაზ მუხას,
ელვა-რაში მოაგელვე,
სიყვარულის რამე უთხარ.
აიშოლტოს შენ წინ ალვა,
მას აჩვენე, - ხარ ლომგული,
ვერ დაიპყრობ ვერვის ძალად
და არც გაიფუჭო გული.
მაია დიაკონიძე
19.01.2024 წელი






No comments:

Post a Comment