რასაც არ იშლი
ქვის მჯერა და კაცის - არა.ხავსმოდებულო, საუკუნეთ, ჟამით მოსილო,
ტაძრის ეზოში განისვენებ მშვიდად, მდუმარედ,
ქალ-ვაჟმა სუფერაც კი გაშალა აქ საქორწინო,
შენ გლოვაც ბევრი დაგინახავს, სახე მწუხარეს.
დუნედ იარეს ეპოქებმა, ხანაც ჟღერადად,
ომის ყიჟინას ზოგჯერ ცვლიდა სიმშვიდე ქვეყნის,
ყვავილიც ბევრი დაუკრიფავთ აქვე ველადა,
ჭიკჭიკიც ბევრი მოისმინე შავ-თეთრი მერცხლის.
გადაუვლიათ სალუქ ტანზე ზვირთებს ქარშხლის,
იქნება მეხიც დაგცმია, მაინცა დგახარ,
და ერთი რამე შეგამჩნიე, რასაც არ იშლი,
მაშინ იცინი, როცა გესმის ტიტინი ბავშვთა.
No comments:
Post a Comment