.მურადის ხსოვნას!
მურო, ჩვენო ოქრის ბიჭო,
სად გაშალე ფრთები,
ნუთუ იმ ქვეყანად გიჯობს,
ჩვენ ხომ გვენატრები!
ვერ დაჰფანტე შავღრუბლები,
ავდარობს და გვაწვიმს,
რომ გიყვარდა ალუბლები,
აყვავდება აწი.
ფეხს შენ ვეღარ დააბიჯებ
ჩვენი ეზოს ბალახს,
და სიკვდილის მკაცრ ნაბიჯებს
ვერაფერი მალავს.
იქნებ იქაც გენატრება
ჩვენი ეზოს ვაზი
და ყვირილა ლურჯტალღება
დუმილს აღარ გაცლის.
იქნებ გულში ნატვრა ფეთქავს,
არ ამხელდი რასაც
და შვიდფერის ცისარტყელა
ზეცამ გადმოგსახა.
No comments:
Post a Comment