Saturday, January 27, 2024

ელგუჯა ციგროშვილი სალაღობოდ ზურაბ პაპიაშვილს!, კაფიობა, ელგუჯა ციგროშვილი, ზურაბ პაპიაშვილი

 ელგუჯა ციგროშვილი სალაღობოდ ზურას:


მაჯამებში შეგაქებდნენ,
გინდ ვახუშტი, გინდ ალექსი...
მა ჯამებში ჩამოგვისხი,
დაგილოცო მინდა ლექსი!

ზურაბ პაპიაშვილი დიდი მადლობა გუჯა, გაიხარე. საბერძნეთში არა, საქართველოში მაინც შევხვდებით და...

ჯამს გაგივსებ (ეს მაქვს წესად),
შიგ ჩავწურავ მზეს, თაკარას,
სადღეგრძელოს გეტყვი ლექსად,
ღვინოს გასმევ თავანკარას,
ვადღეგრძელებ, გულს ვიჯერებ,
გუთანს - გუთნად, ხარს კი ხარად,
და ვიმღერებთ, დამიჯერე,
ტკბილ-ქართულად, გასახარად. 

No comments:

Post a Comment