კარგ ლექსებს გვიწერ ელგუჯა .
მონუსხე მᲗა და ბარიო .
Თავებს იკლავენ ქალᲨავნი..
დაუდგაᲗ ავი დარიო
....ექსპ.
კაფია~კომენტარის პასუხად
ნანა წულუკიძეს :
სალაღობო .
( ფშაურ კილოზე )
1 . ჩემ ლექსს რომ
ვინმე მოეკლას ,
სიცრუე არი მტკნარიო ...
შენ თვითონ
რამდენი ნახე
ჩემი ლექსებით
მკვდარიო ?
2 . ჩემ ლექსს , მზის
სიმხურვალე აქვს
და მკრთალის
შუქი მთვარისა ,
უკვდავების წყლის
ცვარი ~ ნამი ,
სიმკვირცხლე
ნიავ ~ ქარისა .
3 . სამი მყავს
სადიდებელი :
ღმერთი ,
მამული ,
ქალია ;
სუყველა
უკვდავი გახდა , ~
ვინც ჩემი
,,ლექსი დალია !"
4 . ვინც წაიკითხა ,
ჩემს სულში , ~
ყველამ
დატოვა კვალია ...
წაუკითხავად
ვინც მოკვდა ,
აბა , რა ჩემი
ბრალია ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
9 . 01 . 2023 წელი .
No comments:
Post a Comment