Tuesday, January 9, 2024

როგორ გითხრა, ,,მზეო, მზე ხარ!"

 როგორ გითხრა, ,,მზეო, მზე ხარ!",

შენ თვითონაც იცი, რაც ხარ,

ცაზე დარჩი, მზეო, მეტ ხანს,

ქარვის მორთულ ბურთს რომ ჰგავხარ.

შენ იტაცებ ყველას მზერას,

ვერ გაშორებს თვალებს ვერვინ,

ხანდახან კი ვამბობ, ,,მცხელა",

მაინც მიყვარს სხივი ბევრი..

მომეფერე, დამიჩემე,

შეგიყვარებს ჩემებრ ვერვინ,

გაანათე, გზა მიჩვენე,

რომ აჩქროლდეს ყველა ნერვი.

მაია დიაკონიძე

9.01.2024 წელი






No comments:

Post a Comment