მაიას რეცეპტები:
1. ზოგჯერ არაფერი რომ არაა გასაგები, სწორედ მაშინ ხვდები ყველაფერს.
2. უვადოდ ლოდინიც, ზოგჯერ პატიმრობაა.
3. თუ კი შენთვის არ სცალიათ, მაშინ ურთიერთობებმა დრო მოჭამეს. ნუ მოებღაუჭებით.
4. დროს ნუ დაკარგავთ იმ ადამიანისთვის, ვისაც არ უყვარხართ, ტყუილი იქნება თქვენი გარჯა, თავი მოაწონოთ.
6. დაეხმარეთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება და არა იმათ, ვისაც გინდათ თავი მოაწონოთ, მაინც ვერ დაიმახსოვრებენ.
7. უპატივცემულობა თქვენ მიმართ, ელემენტარულ ქცევებში შეიმჩნევა, თუნდაც იმაში, რომ გამარჯობა არ გითხრეს, ვითომ ვერ დაგინახეს, თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ შემთხვევით მოუვიდათ. უბრალო ღიმილიც კი მიგახვედრებთ თქვენდამი დამოკიდებულებას, თუ ყალბი არაა, მაგასაც გამოცნობა სჭირდება.
8. თუ ადამიანს უყვარხართ, არასოდეს გააკეთებს იმას, რაც არ გესიამოვნებათ.
No comments:
Post a Comment