Sunday, January 7, 2024

შენ ტრისტანი ხარ!

შენ ტრისტანი ხარ!

წყალს წაუღია მთელი ქვეყანა,
შენ ერთი მყავდე ჩიტივით გულში,
ამოგიყვანე ვერცხლზე სევადად,
შუქად მივდევდი ლამპიონს ქუჩის.
და შევღაღადე მთვარეს სურვილი,
აქ გაგაჩინოს ახლა და ამ წამს,
ცას მოეფინოს ელვა-ქუხილი,
და დაიწეროს ფურცელი ჟამთა.
რომ ტრისტანი ხარ, მე კი, იზოლდა,
და თუ სიყვარულს არა აქვს ბოლო,
თუ არ ჩამითვლი მიამიტობად,
შენი მზე ვიყო, ის მინდა მხოლოდ.
მაია დიაკონიძე
7.01.2024 წელი




No comments:

Post a Comment