Tuesday, January 9, 2024


ქართველო ქალო!
თმას დავიბნიე ცა სასწაული,
შესცქერის ჩიტი და მშვიდად გალობს,
მოვა, დადგება დღესასწაული,
შენც იზეიმებ, ქართველო ქალო.
სამშობლოს შენსას დაეფინება
ვარსკვლავთა სხივი, ნათება თვალთა,
თვით ღვთიშობელმა ასე ინება,
გადაგვაფარა თავისი კალთა.
სულის ზეიმზე, რომელიც გველის,
მოგვაგებებენ რწმენის საზღაურს,
გადაიხსნება ზანდუკი ძველი,
იესოს სიტყვის ვფლობთ ჩვენ საგანძურს.
მაია დიაკონიძე
6.01.2024 წელი

No comments:

Post a Comment