საწნახელში დაიწურა და დადუღდა მაჭარი,
მგონი, ქრისტეს სისხლი იყო, ფერი ჰქონდა ხვანჭკარის,
ისეთ ღვინოდ გადაიქცა, ყველა ეძებს მადლიანს,
ჩემო მზეო, შენს თავს ვფიცავ, მეც იმ ღვინოს მადრიან.
მინდა ჩემი ნდომა გკლავდეს, ჩემი დიდი სურვილი,
ღვინოს ვგავდე ციცქას, ატენს, ვიყო ოქროცურვილი,
აღარც ამინდეს დამიდევდე, წვიმიანს და ქარიანს,
ყველა გზა და პარალელი ჩემკენ მოიჩქარიან..
No comments:
Post a Comment