მაიას რეცეპტები:
1. ბედნიერებაც და უბედურებაც წარმავალია, ნურაფერი გაგაკვირვებთ, ჩათვალეთ, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო.
2. ღალატი სულიდან მოდის და არა სხეულიდან, ესაა გასათვალისწინებელი.
3. მეგობრის პოვნა რთული საქმეა, თუ კი იპოვეთ, გაუფრთხილდით, რადგან ის მზეა, რომელიც ყოველთვის გაგინათებთ ადგილსამყოფელს, გულის ჩაბნელებულ კუნჭულებსაც კი.
4. ყველა დედისთვის შვილი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანია. ნუ გაუცრუებთ იმედს, ეცადეთ, მის თვალში ყოველთვის ასეთები იყოთ!
5. თუ კი ადამიანს შეუძლია, თქვენი თანდასწრებით სხვა ლანძღოს და აქიაქოს, ნუ გაგიკვირდებათ, როცა იქ არ იქნებით, თქვენც იგივე ბედი გეწიოთ.
6. ბედნიერება შეიძლება ლამაზ ყვავილშიც იპოვო, თუკი სულიერად მზად ხარ ამისთვის.
7. ახალგაზრდები სათანადოდ ვერ აფასებენ დროს. ასაკში შესულნი ხვდებიან, რომ დრო გაუშვეს ხელიდან, ეკეთებინათ მრავალი კეთილი საქმე, ჯობია, ჩვენს შვილებს პატარაობიდან ვასწავლოთ მისი ფასი.
8. დატკბით თითოეული წამით, რასაც ღმერთი გაძლევთ, ის აღარ განმეორდება.
9. ყველა ადამიანი ინდივიდუალური და განუმეორებელია, იამაყეთ თქვენით, რადგან როგორც არც ერთი ქანი არ არსებობს მრავალი ელემენტის გარეშე, თქვენ გარეშეც ვერ შეიქმნებოდა ოჯახი, გვარი, ერი, კაცობრიობა. თქვენც მრავალწახნაგას ერთი წვერო ხართ.
10. სულს ზოგჯერ სიოს ნაზი ქროლვაც დაგიმშვიდებთ ან მზეზე წითლად მოელვარე მწიფე ვაშლების ყურება. იყავით ბუნებასთან ახლოს, თქვენც მისი შვილი ხართ.
11. ვინც გულს გტკენთ, ეცადეთ შორს იყოთ ამ ადამიანებისგან. გაუფრთხილდით თქვენს გულს, რომელიც სიკეთით და სიხარულით უნდა იყოს სავსე, ამიტომ წყენას ნუ ჩაიდებთ, რომ დიდხანს გემსახუროთ.
მაია დიაკონიძე
4.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment