მამინადირა მიმინომ,
ერთი ბეღურა საწყალი,
რომ შემომხედა,
მას მერე ბუმბულიც ვეღარ დავძარი,
ვიჯექი მდინარის პირას,
მეშხეფებოდა რა წყალი,
ზარები ქუხდა, რეკავდა,
იქვე რომ იდგა ტაძარი.
ფრთების აწევა მინდოდა,
ზეცაში განავარდება,
მაგრამ ვერ ავცდი მიმინოს
ვერც ნისკარტს, ვერცა კლანჭებსა,
მივხვდი, რომ სული სულ ზევით,
მამაზეციერს ბარდება,
ბუმბულს კი ქარი წაიღებს,
ისიც განიავქარდება...
მაია დიაკონიძე
14.10.2023 წელი
No comments:
Post a Comment