ჩემთვინ შენ არა გცალიან,
როგორ იცოცხლებს ეს გული,
ნეტავ თუ ვინმეს ბრალია,
ჯადოთი ჰყავხარ შეკრული.
დღისით საქმეებს მორჩები,
მორჩება ლაპარაკებიც,
მხოლოდ ღამითღა მოიცლი,
მამიყვე მე არაკები.
მხოლოდ სიზმრადღა მეწვევი,
მდინარეზედ რომ ფონია,
გადმოხვალ, გადმოაბიჯებ,
კოცნით დაგაღრჩობ, მგონია..
No comments:
Post a Comment