Wednesday, January 10, 2024

სამშობლოს (პატრიოტული)

სამშობლოს!
ზოგჯერ ხომ არის, სიკვდილი გინდა, –
ერთ კაცს ვერ არგე, ვერ ევნე სხვა გულს! –
ფიქრობ, სიცოცხლე ამად თუ ღირდა, –
გამოადექი რამეთი მამულს?!
თუ მიამატე ტკბილ სიტყვას სიტყვა,
ანდა სიკეთე აკეთე გულით,
იქნებ, სამშობლოვ, შენთვის არ მითქვამს,
მდევდა ბოროტი, ვით მუხას მუმლი.
მაგრამ შეგირდად გავჩნდი საბასი,
ილიასი და აკაკის საქმის,
და თუ მაცვია დიბა-ატლასი,
განა, სამშობლოვ, რამეზე გაგცვლი?!
ქართველი ქალი, ოდითგან ვეფხვი,
იბრძოდა, როგორც ნადირი, ბრჭყალით,
მოგვეცეს ძალი-ღვთიური ზეცით,
რომ დაგიფაროთ, ქვეყანავ, კალთით.
მაია დიაკონიძე
10.01.2024 წელი






No comments:

Post a Comment