აღარ მთავრდება თეთრი ზღაპარი,
დღეს ღამით ალბათ ისევე მოთოვს,
ტყემ დაიხურა თეთრი საბანი,
ვარსკვლავფიფქები ამკობენ ამ თოვლს.
დათოვს და ისევ აჭრიალდება,
საბძელის კარი და ჩუმი სევდა,
ბაბუს ვეძახი, ,,დაგვიანდება",
,,შემოგვაშველე, ბაბუკა, შეშა".
ვაყურადებ და უჩუმრად ვიცდი,
მოისმის თითქოს ნაბიჯის ხმები,
,,აქა ვარ ბაბუ, ამ თეთრ თბილ თოვლში,
მეც გამომსხმია თოვლივით ფრთები".
ცრემლები მიწვავს დასევდილ სახეს,
გავრბივარ გარეთ შიშველი თოვლში,
და მეფერება ბაბუ თეთრ თავზე,
ყვირის, ,,ჩააცვით, გაცივდა ბოვში",
No comments:
Post a Comment