რა არის ჩვენი ცხოვრება?! რისთვის ვიბადებით, განა ყველას აწვალებს ეს შეკითხვა?! არა, ყველას არა! ვერ იქნება ყველა ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი", რომელიც რაღაც ახალს ეძებს, გარშემო იცქირება, უნდა რამე ახალი აღმოაჩინოს, შეისწავლოს. ძნელია გაუძლო სხვა ადამიანების მზერას, როდესაც არაადეკვატურად, განსხვავებულად, არანორმალურად გთვლიან, არა და რომ არა ,,იგი" და მისი მიმდევრები, ჩვენ ისევ მხრებში მოხრილი განუვითარებული არსებები ვიქნებოდით. ყველა ჩვენგანი ბადეს ვქსოვთ ობობასავით, გვინდა ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ, გააჩნია ვისთვის რაა წარმატება. ზოგისთვის, ოქროს სასახლეა, ზოგისთვის კი - ძროხა, რომ შვილებს რძე და ყველი აჭამოს, ზოგისთვის, - ახალი ქიმიური ელემენტის აღმოჩენა, ზოგისთვის - შვილები გაზარდოს ჯანმრთელი და განათლებული. დაგეჭიროთ ყველას თქვენი ოქროს თევზი, აგსრულებოდეთ სურვილები. ამისთვის კი ფორტუნამაც უნდა შეგიწყოთ ხელი.
No comments:
Post a Comment