თემურ ჩალაბაშვილს!
მზერა მკაცრი და ირონიული,
ქვეყნის ორგული თუ იდგა შენ წინ,
განწყობილება ზემინორული,
°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°
ლომი იყავი, აიშალე ოქროს ფაფარი,
როგორც გჩვეოდა, გარინდებით გზას გაუყევი,
ბევრ მოღალატეს მიაყარე თვალში ნაცარი,
წინ მიგიძღოდა ფიროსმანი, ძმა განუყრელი.
ეფერებოდი სიტყვებს, როგორც გლადიოლოსებს,
ერკინებოდი ხშირად ლექსებს, გლადიატორებს,
წაიფორხილე, ვერ მიხვედი ლექსის ბოლომდე,
ვერ დაეხსენი ბედისწერის ულმობელ ტორებს...
მაია დიაკონიძე
28.12.2023 წელი
********
No comments:
Post a Comment