Tuesday, January 2, 2024

დამებედე!

დამებედე!
დამებედე, ჩემს იქით შენ სხვა გზა არ გაქვს,
მე შევიცან შენი არსი, სილამაზე,
მომიქსოვე სიყვარულის ნაზი ქარგა,
მე გაგიფენ ქართლის ველის ფიანდაზებს.
ზედ ვიფრინოთ, ანგელოზის მოგვცეს ფრთები
ღმერთმა, ყველა სიკეთე რომ დაგვანახოს,
შენ იქნები ღვთიურ გამის ერთი ფერი,
ჩემი ფუნჯის აღმაფრენის სანავარდო.
მოშრიალე მე ვიქნები ხე ჭადრისა,
შენ კი სიო, რომ ალერსით მესათუთო.
მე ვიქნები ლურჯი ალი კელაპტრისა,
აასმაგებ, რომ არ გავხდე მე სათუო.
ცა ვიქნები, ცხრაპირა და მზე ცხრათვალა,
გამოგახვევ მოოქროვილ ყვითელ შუქში,
და თუ ბედმა ძველებურად კვლავ გაგვთვალა,
მე ჩემს სხივებს დაგიტოვებ განძად მუჭში.
მაია დიაკონიძე
2.01.2024 წელი








No comments:

Post a Comment