მე მოვდიოდი!
მე მოვდიოდი სადღაც შორიდან,
გალაქტიკების ერთი ბოლოდან
და მოვაპობდი ნისლთა ოხშივარს,
ალბათ, აქ უნდა მენახა ომი,
სისხლისღვრა, ბავშვთა თვალებში ცრემლი,
სასტიკი ბრძოლა ქაჯებთან მოყმის,
გამარჯვებების მჭედავი გრდემლი.
და გამეარა ყველა გზაწვრილი,
იალბუზი და კილიმანჯარო, –
უსასრულობა ცამდე აწვდილი,
რომ აქ შემეცნო გრძნობის სამყარო.
მე მოვდიოდი სადღაც შორიდან,
გალაქტიკების ერთი ბოლოდან
და მოვაპობდი ნისლთა ოხშივარს,
მწამდა, ვიცოდი, ვიღაც მელოდა.
მაია დიაკონიძე
21.01.2024 წელი
No comments:
Post a Comment