დრო არ ისვენებს, საფქვავში ფქვავს
წუთებს და წამებს,
დღეს თუ არა და, ხვალ, ზეგ, მაზეგ.
იქ აგვიტანენ,
სადაც ძვლებია მამა- პაპის
ზევით წაგვიყვანს, ეს ჩვენ გვინდა
თუ არ კი გვინდა,
სჯობს დავეშუროთ, მოვმკათ ყანა,
დავკრიფოთ ვაზი,
არაფერია ამ ქვეყანად
მხნე გარჯის ფასი.
მაია დიაკონიძე
20.01. 2024 წელი
No comments:
Post a Comment