მოკლედ დღეს მწერალთა სახლიდან გამოვედი, მაჩაბელს გამოვცდი, თავისუფლების მოედნისკენ ავიღე გეზი, რომ იტყვიან, მოვიპრონწკები ( იმერულად), უცებ რაღაცას წამოვკარი ფეხი და ასფალტზე დავეცი. ფეხი გადამიბრუნდა, სავარაუდოდ. არადა გუშინ ჩემს რეცეპტებში დავწერე, წინ იყურეთ, გვერდებზე ნუ იხედებით მეთქი, მომავალ გოგოს და ბიჭს შევხედე და კი მოვადინე ზღართანი. წამოვდექი, ისინი წამოსაყენებლადაც კი არ მოსულან ჩემთან. ბიჭმა ფრაზა მესროლა, ხომ არაფერი იტკინეთო, მთლად არაა ეტყობა წასული მაგათი საქმე. არაფერი შევიმჩნიე, საშიში რა უნდა იყოს მეთქი, მთავარია, ფეხზე ვიდექი. სახლში მოვედი, ტკივილი მომემატა. სოფომ, არიქა, ყინული დაიდეო, მაცივარში არ აღმოჩნდა, ზამთარში არ გვჭირდება. პელმენები დაინახა ყუთით, სანამ ყინული დამზადდება, ეგ დაიდე ფეხზეო. ახლა ვწევარ, პელმენებით ფეხზე. ვკვდები სიცილით.
No comments:
Post a Comment