,,არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი." მიყვარს ეს ანდაზა, ყოველდღიურად ვრწმუნდები მის სიმართლეში. ბრძენია ხალხი. გედის ჭუჭული, იხვმა ან ბატმაც რომ გაზარდოს, ვერ გახდება იხვი ან პირიქით. ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანი თავის ბუნებას ავლენს. როცა კომუნისტური ყოფა შეიცვალა, საქართველოში საშინელი ხანა ჩამოდგა. ბევრს არ დაუკარგავს ადამიანობა, მახსოვს, უდენობის, უგაზობის პირობებში, მეზობლები ვიკრიბებოდით ერთ ოჯახში, იქ ვთბებოდით, ტელევიზორის ყურების საშუალება იქ გვეძლეოდა. მაგრამ ბევრმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა, იყო ყაჩაღობა, კაცისკვლა, ამაზრზენი ქმედებანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ბედნიერი მომავალი შეეწირა. დღეს საქართველოს უზარმაზარი საგარეო ვალები აქვს, დაკარგული ტერიტორიები, გაჭირვებული მოსახლეობა, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უკანმოუხედავად ტოვებს ქვეყანას. კიდევ მრავალი სხვა პრობლემები, რომლებიც ქვეყანაზე შეყვარებულმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ. ვეძებ მათ, ცოტანი არიან... როგორც უღან ტყეში დაკარგული ცხვარი, ასეა ჩვენი სამშობლო, მაგრამ მგლად ვერაფრით გადაიქცა. არაა მგლის ჯიშის და რა ქნას?! შევიცოდოთ და შევიყვაროთ, ესაა ჩემი მიზანი!
No comments:
Post a Comment