Friday, January 12, 2024

არა მგონია, ლექსი გებევრა!

 

,,რაღაცა“

 

მინდოდა შენთვის ,,რაღაცა" მეთქვა

და ეს ,,რაღაცა" თვითონ არ ვიცი,

არ მათქმევინა წყეულმა ბედმა,

შემკრა და მიტომ გადაგავიწყდი.

შენს მოლანდებას ჩემს ბაღში ვიწვევ

და გწერ სტროფებად, სტრიქონ-ლექსებად,

არა მგონია, რომ დამივიწყე,

არა მგონია, ლექსი გებევრა.

მაგრამ თუ მაინც აღარა გახსოვს,

ლამაზ მუზათა დიდ ხიბლს მინებდი,

ეს ყოველივე მაშინვე ცხადყოფს,

რად შემატოვე  წყალს დავიწყების.

11.01.2022წელი

 

No comments:

Post a Comment