ყანაში მზე იწვის, მზე იწვის ცხრათვალა,
ცეცხლი უკიდიათ ღეროს და თავთუხებს,
და ვფიქრობ ყანაში მზე ვიღამ დამალა,
მაგონებს ბებიას სამზითვო ზანდუკებს .
რა უნდა მზეს დაბლა, ზეცაში იაროს,
ხელი ვინ შეახოს ლამაზს და სასურველს,
დე, განთიადისას მთის წვერზე იალოს,
იმედი მოჰფინოს აქ მყოფთ თუ წასულებს.
No comments:
Post a Comment