Friday, February 2, 2024

მდინარეს! (მთის კილოზე)

მდინარეს!
(მთის კილოზე)
შენ შემოგჩივლე ტკივილი,
სხვა შენზე მეტი ვინ არის,
ზურმუხტზვირთებად დამივლი,
ქვას, კალაპოტში მდინარის.
ვიცი, ჩემს გულს რომ უწამლებ,
თავქვეშ შენ მკლავი მიგია,
შენი რომ ვიყავ მუდამდღე,
რატომღაც არც გაგიგია.
მაია დიაკონიძე
02.02.2024 წელი


No comments:

Post a Comment