Sunday, February 11, 2024

ბელა ალანიას!

 შენს თვალებში ზამბახებსა ვხედავ,

თავად კიდევ ცაზე მსრბოლი მზე ხარ,

საიდუმლო ჩურჩულს ისმენ ხეთა,

რომ მალავენ დროში გამქრალ  სევდას,

ხან ქარიშხალს იხმობ, როგორც დობილს,

ხან ყვავილებს იკრავ სათნო გულში,

შენგან მხოლოდ სიყვარული მოდის,

სხივებს იმწყვდევ, როგორც ბავშვი, მუჭში.

ეფერები ყველა ბუჩქს და ყვავილს,

სუნთქვა დაგაქვს გაზაფხულის ვარდის,

თებერვალის ნაზი ქალი გვყავხარ,

მაინც ატმის ვარდ-ყვავილებს  გადრი.

2/3/24 11:31 P







No comments:

Post a Comment