Wednesday, February 7, 2024

ეს გული მაინც შენია (სიმღერა)

ეს გული მაინც შენია

(სიმღერა)
არც ერთს ჩვენ ჩვენი არ გვერგო,
მე მაყვალს ვკრეფდი, შენ - იას,
ხელდასუსხული ეკლებით,
ეს გული მაინც შენია.
ამშვიდებს მთიდან ნიავი,
ცაში მთვარე რომ ენთება,
წყლულზე მალამოდ კი არის
შენს თვალთა შემოფეთება.
მაია დიაკონიძე
7.02.2024 წელი



No comments:

Post a Comment