შენთან ყოფნას და სიყვარულს
ქვეყნად ვერავინ დამიშლის,
შენა ხარ ჩემი ამირან,
ყარამან და გილგამეში,
გზაზე რომ შემომეყრები,
თვალების ისრით გაგიტან,
თუნდ დამახვედრო ეკლები,
იტყვი, – ეს შუქი საიდან!
თუმცა იმედიც გამიქრა,
შენ მაინც მეიმედები,
კალმად ვიხმარე ბატის ფრთა,
გიგზავნე თეთრი მტრედები.
სიზმარია თუ ცხადია,
ტახტს ვზივარ ფერგადასული,
სუყველაფერი კარგია,
თუ კეთილი აქვს სასრული.
No comments:
Post a Comment