Wednesday, February 14, 2024

დანდობას ველი!

დანდობას ველი!
ვერ ვუპატრონე მე ჩემს სულს და ვიქეცი ყანად,ღვარძლიც ეთესა, სათნოებაც, ბევრი სიკეთეც,და ახლა როცა, შენ წინაშე წარვსდექი, მამავ,დანდობას ველი, თანახმა ვარ თუნდაც მცირედზე.
პატარობისას სულში ვზარდე ოლიანდრებიდა მაინც თავი შემახსენა თესლმა ბოროტმა,ხან დავაყენე ია-ვარდის კორიანტელი,ხან სიამაყემ გადამძლა, - სულმა გოროზმა
ბევრჯერ დავეცი, ფენიქსივით ისევ აღვსდექი,ვისწავლე კაცის სიყვარული, ზრუნვა-დანდობა,წერტილის ნაცვლად მონდომებით ვწერდი სამწერტილს,ჟამთან ჭიდილი, ვით ჩიკორი, ისე მართობდა.
ახლა კი წრფელი სინანულით გავცქერი შარას,იანვარმა რომ მწუხარებით გულქვად დათოვა,გთხოვ, მაპატიე, შეცდომები, ღვთიურო მამავ,დაბადებიდან აქამომდე სულით მარტო ვარ.მაია დიაკონიძე14.02.2024 წელი
         -------------------------------------------------









No comments:

Post a Comment