ახლო ვარ!
(ხალხურ მოტივებზე)
ახლო ვარ, ახლო ზეცასთან,
ზედ დამადიან წვიმები,
შენთან გამიდევს ხიდები.
მოგხედამ, შენაც მამხედავ,
თვალებში ჩამაჟინდები,
ჩემს გულში ისევ ელავენ
შენი თვალების ჯინები.
ელვა რომ ნაპერწლებს გაჰყრის,
სიზმარში შემოიჭრები,
ვეღარაფერი ვერ გაგვყრის,
შორას დაგვრჩება იჭვები.
მაია დიაკონიძე
7.02.2024 წელი
No comments:
Post a Comment