სულში მალამოდ გეფინე,
არ აგრეოდა გზა-კვალი,
ვგზავნიდი ცისფერ ზეფირებს,
არ დაგრჩენოდა სამკალი,
ძარღვებში ჩქერად მედინე,
გულში ყიოდა მამალი,
მაინც ემსგავსე ელინებს
და უშენობით მამკალი.
No comments:
Post a Comment