uurxatula მურიკელა
ჯერ არ დადის სკოლაში,
დროს ატარებს უსაქმური
პატარებთან ბრძოლაში.
დაიჯაბნა წიწილები,
დედა ავად ჰყოლიათ,
კრუხი გამოჯანმრთელდება,
(არ დაუწყებს ლოლიავს),
მურიკელას შავ დღეს აყრის,
გაბრაზება სცოდნია!
არ გალახოს მურიკელა,
ჩააფრინდეს ნისკარტით,
დროზე უნდა ცუგას შველა,
როგორ? აბა მითხარით!
- ა! ე! ი! ო! - დაიძახა
მართამ ფერებ-ფერებით,
- უ! - წამოსცდა მურიკელას,
ხმოვანია ბგერები.
,,კრიმანჭულიც" შემოსძახა
სწავლა იწყო მუსიკის,
მოძახილით გახდა იგი,
წიწილების კუმირი..
No comments:
Post a Comment