სიყვარულის ფომულა ხარ მრავალ ელემენტებით,
თავზე ვერცხლი დაგფენია, მაინც არა ბერდები,
გული კიდევ ბაჯაღლო გაქვს, გულში ვეღარ ეტევი,
მაგის პატრონს გელოდება წინ ღვთიური ედემი.
როცა ბრაზობ, ე მაგ ხმაში კალა გამოგერევა,
რკინა გიძევს ხასიათში, მთის კლდესავით მაგარი,
აალდები გოგირდივით, აბა ვინ მოგერევა,
აფეთქდები, გადაუსწრებ კოსმოსისკენ გაგარინს.
2/1/24 11:20 AM
No comments:
Post a Comment