Saturday, February 3, 2024

ზამთრის წასვლა

 ზამთრის წასვლა


თითქოს ტონებიც მზისა შემშლია,
დავხატე ოდნავ ჟღალი, ფერადი,
ზამთარსაც, ვხედავ, ჩოხა შეხსნია,
გამხდარა მხნე და უფრო ჟღერადი.

სუბსარქისის ქარს რა შეაჩერებს,
აგუგუნდება ბარიტონები,
აგერ ყინული მტვრევას დაიწყებს,
შემოგვძახებენ სოპრანოები.

თებერვალს ზარით გააცილებენ,
ჭექა-ქუხილი ატყდება მთაში,
შემოიხსნიან კლდენი ბორკილებს,
გამოიხედავს ენძელა თვალში.

და შენც, კეთილო ადამიანო,
არ გაიყოლო გზად ზამთრის ჯავრი,
როგორც ყოველთვის, ისევ გვეწვევა,
დაეკიდება წამწამებს ჯანღი. 

მაია დიაკონიძე
3.02.2024 წელი



No comments:

Post a Comment