ოცნებებს გარეთ ნუ დატოვებთ!
გახუნდა ოცნებები სარეცხივით,
ქარმა ხელში იგდო, წეწა ხარბად,
თოვლისაგან გაყინულ-შევერცხლილი
მთების ფერდობებზე ჩამოხავდა.
ოცნებებს გარეთ ნუ დატოვებთ,
სახლში შეიყვანეთ, ცეცხლთან დასვით,
თორემ რომ გეწვევათ სიმარტოვე,
იქნებ, ვერც იპოვოთ მისამართი.
No comments:
Post a Comment