ადრე თვალებში ოქროსფერი მზე ეტეოდა,
დაპატარავდნენ, ვეღარ ჩადის უმწეო სხივიც,
თვალში დამდგარ ტბებს ქარიშხალიც ვერ ერეოდა,
ვეღარ ნამავენ ოცნებები სხვაზე და სხვისი.
ღაწვებზე არ კრთის სილაჟვარდე დიადი ვარდის,
წარბები არ ჰგავს განათებულ მომშვილდულ მთვარეს,
შუბლს ურცხვად ღარავს ნაოჭები ხვიარა ბარდის,
სული მოხრილა, ვით ღამეში ბზა მგლოვიარე.
ხელებს ღარავენ მოუქნელი ლურჯი ძარღვები,
ლიანდაგებით დაქსელილი კვნესის სხეული,
შორს დარჩენილა სინატიფე ტანად ალვების,
აღარ ჩქეფს სისხლი ლელ-ჭანჭრობად გადაქცეული.
---------------------------------------
ღაწვებზე არ კრთის ლაჟვარდი ვარდის,
წარბები არ ჰგავს მომშვილდულ მთვარეს,
შუბლს ურცხვად ღარავს ნაოჭთა ბარდი,
სული მოხრილა, ვით მგლოვიარე.
No comments:
Post a Comment