Wednesday, February 7, 2024

ისევ ისე შორს არის! (სალაღობო-სასიმღერო)

 ფაქიზ სულში ჩამეკონა 

ია, ვარდი, შროშანი,

რომ მომართვა ერთი კონა,

ის დღე ისევ შორს არი.

ვეღარაფრით გაიმარტა,

ვეღარც გაიაპრილა,

გზებიც ვეღარ გაიმართა,

წლებიც ისე გაფრინდა. 

 ფაქიზ სულში ჩამეკონა 

ია, ვარდი, შროშანი,

რომ მომართვა ერთი კონა,

ის დღე ისევ შორს არი.



No comments:

Post a Comment