Sunday, February 11, 2024

თოვლი

 თოვლი

ბარდნიდა თოვლი სულში,
მთები იცმევდნენ კორსეტს,
მე იმათ დასანახად,
თვალზე ვირგებდი ლორნეტს.
ლამაზი არის მთები,
შენც იმ ლამაზ მთებს ჰგავხარ,
ვეღარ ვიცილებ ლორნეტს,
მხოლოდ შენ დასანახად.
მაია დიაკონიძე
10.02.2024 წელი

No comments:

Post a Comment